დავით ნარმანია საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გივი ჭიჭინაძესთან და შორენა ბუხრაშვილთან ერთად დღეს ფანასკერტელის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის ქუჩების და ვეძისის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც დავით ნარმანია აცხადებს, მმართველობის პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. მისივე თქმით, 500 ლარიანი შემწეობა გადაეცემა და სოციალური შეღავათებით ისარგებლებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში ვერ მოხვდა.
გარდა ამისა, დავით ნარმანია საბურთლოს მცხოვრებლებს ჰპირდება, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები გაძლიერდება, გაიზარდება თანადაფინანსება, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო მეტი პრობლემის მოგვარება.
გზები, საცობები, საბავშვო ბაღები, პარკირება, ტრანსპორტი – ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარების პირობა თბილსიის ამ ნაწილში მცხოვრება მოსახლეობამ მერობის კანდიდატისგან მიიღო.
გივი ჭიჭნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქის განვითარებაში მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა. მისივე თქმით, თითოეული თეთრი გამჭირვალედ დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები