ბურჯანაძის პარტიას წევრები და აქტივისტები ტოვებენ

ნინო ბურჯანაძის პარტია წევრებმა და აქტივისტებმა დატოვეს. „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ზესტაფონის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ პარტიას 15-მდე წევრი და 180-მდე აქტივისტი ტოვებს.
ბურჯანაძის უკვე ყოფილ მომხრეთა განცხადებით, მათი უკმაყოფილება პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელად “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის დავით ფერაძის დანიშვნამ გამოიწვია.
ბურჯანაძის პარტიიდან წასული ადამიანები საქმიანობის გაგრძელებას სამოქალაქო სექტორში გეგმავენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ მომავალში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეუერთდნენ, თუმცა რომელს, არ აკონკრეტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები