მაია ფანჯიკიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულთან რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა, ძირითადად, გაცნობით ხასიათს ატარებდა. ამასთან, განხილულ იქნა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
სლოვაკეთის საქმეთა რწმუნებულმა მინისტრს სლოვაკეთის განვითარების დახმარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ხაზი გაესვა სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2014-2018 წლებისთვის პროგრამის ახალი საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, სადაც საქართველო პრიორიტეტულ ქვეყანათა სიაში განიხილება.
აღინიშნა მიკრო გრანტების ინსტრუმენტი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის აპრილში, სლოვაკეთმა 5 000 ევროს ოდენობით მიკრო გრანტი გადასცა საგურამოს ერთ-ერთ საჯარო სკოლას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიესალმა თბილისში სლოვაკეთის ახლად გახსნილი საელჩოს აქტივობებს და წარმატებები უსურვა საქმეთა რწმუნებულს მის შემდგომ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები