“თბილისის პარლამენტის შენობა, სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”

“პარლამენტის თბილისის სასახლე სახელმწიფო უწყებებს შორის იქნება ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტის თბილისის სასახლეში მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ პროექტს, რომელიც პრიორიტეტულია ჩვენთვის. საკითხი ეხება თბილისში, პარლამენტის შენობის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჩვენ ასეთი გეგმა გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის, ეს შენობა იქნება საქართველოში სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის”, – აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, ამ კუთხით, სატენდერო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული პროექტი, რომლის საფუძველზეც, გამოცხადდა ტენდერი და უკვე რამდენიმე კვირაა, დაწყებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები პარლამენტის თბილისის შენობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები