თურქეთში, ქალზე ძალადობისთვის ბრალდებულ ქართველებზე ანგარიშსწორება მსხვერპლის ნათესავება სცადეს

თურქეთში საქართველოს საკონსულო ამ დროისათვის არ ფლობს ინფორმაციას, თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტზე, რომლებიც ქალზე ძალადობასა და ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი.
„ამ ეტაპზე, ანკარაში, საქართველოს საკონსულოში, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური შეტყობინება არ შესულა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ადგილობრივი გამოძიების მოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ბრალდებულები 1-ელ აგვისტოს, ანტალიაში მდებარე ერთ-ერთი სახლის მეპატრონეს დაესხნენ თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქალს, კერძოდ, ხელ-ფეხი შეუკრეს და სცემეს. შემდეგ კი ძალადობის მუქარით, მისი სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს.
სამართალდამცველებმა სულ სამი ადამიანი დააკავეს. საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომელიც ასევე მკვლელობაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა.
დაპატიმრებული 40 წლის დ.გ., 46 წლის გ.ს. და 39 წლის მ.ჩ. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
პოლიციაში მიყვანის დროს, ეჭვმიტანილებს მათი მსხვერპლი და მისი ნათესავები დახვდნენ და ანგარიშსწორება სცადეს,  თუმცა ისინი პოლიციამ შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები