ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, სროლის შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, ორი ან მეტი პირის მიმართ გულისხმობს. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები