ირაკლი კობახიძე: რუსული მიდგომა და პოლიტიკა, სამწუხაროდ, არ იცვლება

„რუსული მიდგომა და პოლიტიკა, სამწუხაროდ, არ იცვლება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აგრესიული და არაპრაგმატული პოლიტიკის გამტარებელია.
„ეს არის აგრესიული პოლიტიკა, არაპრაგმატული პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ხედვა და ის მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, საუბარია, რა თქმა უნდა, მშვიდობიან ზომებზე იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისათვის”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები