გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე ახალგაზრდა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ სავარაუდოდ ცეცხლნასროლი დაზიანებებით მიიყვანეს.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები