სასამართლო მალხაზ ტოხოსაშვილის აღმკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვისთვის ბრალდებულ მ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვისთვის ბრალდებულ მ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს მთავრი პროკურატურის შუამდგომლობის თანახმად, ქ.თბილისში, წყნეთის სატყეო უბანში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ე.გ.-ს სახლში, ბრალდებული მ.ტ. დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. მან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა საბრძოლო ვაზნებს მისსავე სამსახურებრივ ოთახში. 2018 წლის 4 ივლისს, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მ.ტ.-ს სამუშაო ოთახში განთავსებული კომპიუტერის მაგიდის უჯრიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, შავ კოლოფში მოთავსებული ხუთი ცალი ვაზნის ფორმის ობიექტი. ბალისტიკური და პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 5 (ხუთი) ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტიდან, სამი მათგანი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ასევე, ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ინფორმაციის ელექტრონულად მატარებელი საგნები (მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათი, კომპიუტერი და სხვა), ,,ისლამური სახელმწიფოს’’ დროშები და სხვა ნივთები, რაც დაკავშირებულია ისლამურ სახელმწიფოსთან.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, ჩათვალა, რომ არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკები. ამ გარემოებებზე მითითებით, მ.ტ.-ს მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 26 სექტემბერს გაიმართება“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები