„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური და სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით“

კანდიდატი, ვინც შეირჩევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის თაობაზე განაცხადა.
“ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორიც ალბათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომ ის კანდიდატი, ვინც შეირჩევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ეს არის ჩემი მიდგომა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები