სოფელ შორაპანთან რამდენიმე ავარია მოხდა

ზესტაფონში,სოფელ შორაპანში გზის სავალ ნაწილზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტომობილში არსებული ტვირთი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით გადაჰქონდათ, გზაზე გადმოიყარა, მათ შორის შაქრის ტომრები.
ცენტრალური გზაზე მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
გზის იმავე მონაკვეთზე ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თვითმხილველები ამბობენ, რომ ორივე შემთხვევის მიზეზი წვიმის შემდეგ დასველებული გზა იყო, რის გამოც ავტომანქანები მოცურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები