პრეზიდენტი: პრეზიდენტის კომპეტენცია სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობაა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანამდებობის დატოვების საკითხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ახალ კანდიდატურას ის არ შეარჩევს.
„მე ვფიქრობ, ქალბატონი ნინო საკმარისად მაღალი პასუხისმგებლობის თანამდებობის პირია, რომ თვითონ გასცეს პასუხი ამ კითხვებს და მე არ დავიწყებ კონკრეტულად მისი დღევანდელი გადაწყვეტილების ინტერპრეტაციას, ეჭვის შეტანას ან განსხვავებული აზრის გამოთქმას. რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არ იქნება ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატურა. კანდიდატურას შეარჩევს ქართული იურიდიული საზოგადოება. ღვთის მადლით, ქვეყანაში არის ბევრი კვალიფიციური იურისტი და მე მოვუწოდე განსაკუთრებით აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომ შეარჩიონ კანდიდატურა. მე ვარ, ამ შემთხვევაში, პროცესის ორგანიზატორი და მაკონსოლიდირებელი და მე არ ვიყენებ პრეზიდენტის პრეროგატივას, ერთპიროვნულად დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში, ვიწვევ საზოგადოებას, ამ პროცესში იყოს ინიციატორი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები