პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე: ამ ეტაპზე, განხილვას და დეტალურად მსჯელობას არ ვაპირებ

“ამ ეტაპზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, პოზიციას ვერ დავაფიქსირებ”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ მამალაძის საქმეზე მსჯელობას და შეწყალების საქმის განხილვას.
„ბრიფინგზე არ განიხილება მსგავსი საკითხი. დისბალანსის პარალელურად, რაშიც იგულისხმება პოლიტიკურად მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, ამ საქმეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაერთო, თუმცა საკითხის განხილვას და დეტალურად მსჯელობას არ ვაპირებ ამ ეტაპზე და შემდეგში გადავხედავ საკითხს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები