თეა წულუკიანი: ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება მედიის საშუალებით შევიტყვე

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ მან სიურპრიზად, მედიის საშუალებით შეიტყო. წულუკიანი გამორიცხავს იმას, რომ გვენეტაძის წასვლა ე.წ. ციანიდის საქმეს უკავშირდებოდეს.
„ნინო გვენეტაძის გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე და მასთან საუბარს აუცილებლად ვაპირებ. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს, ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არა მგონია, ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირაა, არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, იმაზე, რა ტიპის პრობლემები აქვს. როგორც განაცხადა, ჯანმრთელობის. მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. მან მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რაც საზღვარგარეთ რამდენიმეთვიან მკურნალობას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები