ეკა ბესელია გერმანიაში ვიზიტით გაემგზავრება და საპატიო სტუმრის სტატუსით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გერმანიის ქალაქ ფრაიბურგს 3-6 აგვისტოს ეწვევა, სადაც მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სისხლის სამართლის რეფორმები პოსტსაბჭოთა საქართველოში და უკრაინაში. საქართველოსა და უკრაინის კანონმდებლობების ჰარმონიზაცია ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან. 25 წლის დამოუკიდებლობის შედეგები”.

ეკა ბესელია კონფერენციაში მონაწილეობას საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონფერენციაზე მოხსენებითაც წარდგება და საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს.

კონფერენციის მსვლელობისას, განხილული იქნება სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, სამართალწარმოების ტრანსფორმაცია საქართველოში და სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ტენდენციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები