ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტომაშ პერნიცკისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება.
ტომაშ პერნიცკიმ საქართველოს ეხეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. როგორც ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო ჩეხეთისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა.
მხარეებმა საპარლამენტთაშორისო კავშირების შესახებ ისაუბრეს, რომელიც, მათი შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად გააქტიურდა. საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან პროექტებსაც, რომელთაც ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ტომაშ პერნიცკის საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები