კოჯრის სამხედრო ბაზაზე 4 სამხედრო სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

კოჯრის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებმა ჩხუბის დროს ერთმანეთი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ადამიანია დაჭრილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ირაკლი ბაზერაშვილის ინფორმაციით კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსასმსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილი ოთხი ჯარისკაციდან სამი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტი კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთს ამ დრომდე უკეთებენ ოპერაციას. დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში განმარტავენ, რომ ორ ჯარისკაცს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ერთს დაზიანება ჰქონდა ყურთან, მეორეს კი კისრის არეში.

სამხედროებს შორის მომხდარი შელაპარაკების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. საქმეს ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები