ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით, გადაწყვეტილება არ მიუღია

„ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით, გადაწყვეტილება არ მიუღია, არის საუბრები ჭორის დონეზე, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხზე მსჯელობა უნდა შედგეს.
„ჩვენი გადაწყვეტილება მისაღებია, ამაზე გვჭირდება მსჯელობა, ეს მსჯელობა შედგება როგორც პოლიტსაბჭოს, ისე უმრავლესობის ფორმატში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ და არ ვამბობთ. ჩვენ ჯერ უნდა დავსხდეთ, მივიღოთ გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილების შინაარსზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები