გია ვოლსკი: კურიოზულია ეპითეტები და სიტყვები, რასაც გიორგი მარგველაშვილი იყენებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირადი ახირება არ არის, საზოგადოებამ იცოდეს, რას აპირებს გიორგი მარგველაშვილი. ვოლსკის თქმით, კურიოზულია ეპითეტები და სიტყვები, რასაც გიორგი მარგველაშვილი იყენებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს მეტი სერიოზულობა მოეთხოვება.
„კურიოზულია ის ეპითეტები და სიტყვები, რასაც იყენებს. არ ვიცი, რას აპირებს და განწყობილი არ ვარ, რომ ყოველთვის კრიტიკული შეფასება გავაკეთო, მაგრამ მართლა კურიოზული და კომიკური გახდა ის ყველაფერი, რასაც ბოლო პერიოდში ამბობს. სერიოზულობაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა. პირადი ახირება არ არის, ვიცოდეთ, რას აპირებს. რაც უფრო მეტი გაირკვევა, მით ნაკლები დაძაბულობა იქნება საზოგადოებაში. არანაირი პირადი არ მაკავშირებს არც მარგველაშვილთან და არც ოპონენტებთან“, – აღნიშნავს ვოლსკი.
ცნობისთვის, როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, წინასაარჩევნო კურიოზია, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები