45 რეინჯერი მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა.

დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით და ფულადი პრემიით 45 რეინჯერი დაჯილდოვდა. ასევე, კომპენსაცია გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.

„რეინჯერთა დღე მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ბუნება ფასეულია. დღეს, კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი გარდაცვლილი რეინჯერების ხსოვნას და გავიხსენეთ ისინი. საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უნიკალური ბუნების დაცვასა და განვითარებაში“,- განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ, თუ გარდაცვლილ რეინჯერთა  ხსოვნას ეძღვნება.

ღონისძიება პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში-საქართველო“ ფინანსური დახმარებით გაიმართა, რომელსაც  საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს და დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის განვითარებისა და  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები