თბილისში არალეგალი მიგრანტებისთვის ცენტრი მოეწყობა

    თბილისში არალეგალი მიგრანტებისთვის ცენტრი მოეწყობა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, ცენტრი 80 ადამიანზეა გათვლილი. ,,არალეგალ მიგრანტთა რაოდენობა დიდია, და თუ დავინახეთ, რომ მათი განთავსებისთვის საკმარისი ცენტრი არ გვაქვს, ბათუმშიც ავაშენებთ. არალეგალებისთვის ცენტრის ქუთაისში აშენებაც იგეგმება “, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები