ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ორი გოგონა დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები