შილდაში, 6 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცირეწლოვანი გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, შუადღით მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ექვსი წლის გოგონა მაცივრის ელექტროჩამრთველს შეეხო, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები