ანრი ოხანაშვილი: საპრეზიდენტო კანდიდატურისთვის გენდერს მნიშვნელობა არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი “ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისთვის შესაძლო მხარდაჭერის საკითხს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, თუ კანდიდატი პრეზიდენტისათვის წაყენებულ მაღალ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
„რაც შეეხება გენდერს, ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ თუკი კანდიდატი ისეთი იქნება, რომელიც დააკმაყოფილებს პრეზიდენტისათვის წაყენებულ მაღალ მოთხოვნებს, ჩემთვის როგორც ქალი, ისე კაცი პრეზიდენტად მისაღები იქნება. თუმცა, ზოგადად, საქართველოს ქალი პრეზიდენტი არ ჰყოლია და ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ქალსაც, იყოს პრეზიდენტი. ეს არ გეგონოთ რაიმე მინიშნება, ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას, ის, რაც ვრცელდება, ყველამ კარგად ვიცით”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები