მერაბ ქვარაია: საქართველოს მოქალაქეებს და ზუგდიდს გრიგოლ ვაშაძე ყელში ამოუვიდათ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია მიიჩნევს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მოქალაქეებს და ზუგდიდს ყელში ამოუვიდათ.
მისივე თქმით, ამას არჩევნების შედეგიც დაადასტურებს. “საქართველოს მოქალაქეებს და ზუგდიდს მართლაც ამოუვიდათ ყელში ბ-ნი ვაშაძე და ის სახეები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს. ამას ნაცმოძრაობის კანდიდატი ზუგდიდში, წესით უნდა გრძნობდეს და ხვდებოდეს. და თუ მაინც ჯიუტად “ვერ ხედავს” ამას, შეუძლია გაეცნოს უმაღლესი სტანდარტით ჩატარებული ყველა წინა არჩევნების შედეგებს და ამაში მარტივად დარწმუნდება”,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები