ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის უფროსს შეხვდა

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. შს მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროს ელჩინ გულიევს შეხვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საზღვრის დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. მხარეების შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვთან გამართა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 16 მაისს დასრულდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=zLLL18Zee6g&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები