„გუბერნატორთა კოორდინაცია უნდა ხდებოდეს არა ერთი რომელიმე სამინისტროს, არამედ მთავრობის მეთაურის მიერ“

„გუბერნატორების კოორდინაცია უნდა ხდებოდეს არა ერთი რომელიმე სამინისტროს, არამედ მთავრობის მეთაურის მიერ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველსობის წევრემა გიორგი ხატიძემ განაცხადა.
ხატიძე მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რეგიონული პოლიტიკის კომპონენტის გამოყოფა და მისი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში გადატანა, სწორი გადაწყვეტილებაა.
„გუბერნატორების, როგორც რეგიონებში სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით ხდება ცენტრალური ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკის დაყვანა ადგილობრივ დონეზე. გუბერნატორების კოორდინაცია უნდა ხდებოდეს არა ერთი რომელიმე სამინისტროს, არამედ მთავრობის მეთაურის მიერ. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რეგიონული პოლიტიკის კომპონენტის გამოყოფა და მისი გადატანა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში სწორი გადაწყვეტილებაა, რაც გააუმჯობესებს ცენტრსა და რეგიონებს, და პირიქით რეგიონებსა და ცენტრს შორის კავშირსა და კოორდინაციას, და მთლიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობას. ასეთი სტრატეგია გამომდინარეობს დღევანდელი საჭიროებებიდან, რომ ცენტრსა და რეგიონებს შორის კოორდინაციაში ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი რეგიონების ეკონომიკური განვითარების კუთხით, ჩართული იყოს არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა“,- აღნიშნა გიორგი ხატიძემ.
დეპუტატი სოზარ სუბარის მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებაზე დანიშვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა.
„რაც შეეხება ახალი სამსახურის ხელმძღვანელად სოზარ სუბარის წარდგენას, ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონის შვილია და კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას რეგიონებში. მას უშუალო შემხებლობა აქვს რეგიონებთან და კარგად იცის ის გამოწვევები, რაც რეგიონებშია. მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ახალი სამსახური ეფექტიანი იქნება, გაუმჯობესდება კოორდინაცია და რეგიონების ეკონომიკური განვითარება“,- განაცხადა გიორგი ხატიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები