მთავრობამ მომეტებული საფრთხისშემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრა

საქართველოს მთავრობამ მომეტებული საფრთხისშემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი და აღნიშნულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმების წესი განსაზღვრა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ზემოაღნიშნულ სამსახურებში შრომის ინსპექტირებისთვის სასამართლოს დადგენილება საჭირო აღარ იქნება.
„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ 2019 წლის სექტემბრიდან უკლებლივ ყველა ინდუსტრიაზე გავრცელდეს ეს წესები და პირობები, თუმცა ჩვენ წინმსწრებად გადავწყვიტეთ, თავდაპირველად გაგვევრცელებინა ისინი მომატებული საფრთხის ინდუსტრიებზე. ეს არის 50 ინდუსტრია, რომელთაც ჩაშლის შემთხვევაში, თითოეულს 5-7 ქვეპუნქტი აქვს. რაც შეეხება ინსპექტირების წესებს, ადრე თუ სასამართლოს დადგენილება სჭირდებოდა, ახლა მოეხსნა და რისკჯგუფები შრომის ინსპექტორების მიერ გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებაზე გაიწერა“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები