“ცვლილებები ჯანსაღი ხელისუფლებისთვის არა მარტო ნორმალური, არამედ აუცილებელი მოვლენაა“

„ცვლილებები ნებისმიერი ჯანსაღი ხელისუფლებისთვის არა მარტო ნორმალური, არამედ აუცილებელი მოვლენაა“,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერს დასახული მიზნების განსახორციელებლად ახალი, ეფექტური გუნდი სჭირდება.
„ცვლილებები ნებისმიერი ჯანსაღი ხელისუფლებისთვის არა მარტო ნორმალური, არამედ აუცილებელი მოვლენაა. პრემიერს აქვს კონკრეტული ხედვები და სჭირდება ახალი, ეფექტური გუნდი დასახული მიზნების განხორციელებაში. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე იყო ცუდი ან იქნება კარგი, უბრალოდ დღის წესრიგშია ახალი გამოწვევები და საჭიროა განახლებული შემადგენლობა ამ გამოწვევებთან გამკლავებაში”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები