შალვა ოგბაიძე ტაქსების რეგულაციაზე: პირდაპირი დაკვეთაა, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება

ეს იყო სამართლებრივი ჩარჩოდან გასული საქმიანობა და ახლა დაბრუნდა, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მუნიციპალიტეტს უფლება მისცა, განსაზღვროს რეგულაციები, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძემ ტაქსების დაგეგმილ რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ოგბაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თავდაპირველად მნიშვნელოვანია სწორი მოქმედების გეგმა განისაზღვროს, დადგინდეს, რამდენი ადამიანია ,რომელიც თავის საქმიანობას სატაქსომოტორო მომსახურების სფეროს უკავშირებს.
„ოდესღაც და საიდანღაც უნდა დავიწყოთ. ეს ოდესღაც დადგა დღევანდელ დღეს. ეს არის მოქმედების გეგმა. პირდაპირი დაკვეთაა, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ეს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთერთი პატარა შემადგენელი ნაწილია.
მოთხოვნა არის რა – მანქანა უნდა იყოს გამართული, არ უნდა გეშინოდეთ, რომ რაღაცა მოსძვრება, უნდა იცოდეთ მძღოლი ვინ არის. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენჯერ არაჯეროვანი მომსახურება მიგიღიათ, ეს ყველაზე რბილი შეფასებაა. აღარაფერს ვამბობს იმის იქით რა ხდება, ქალბატონები ხართ და გამიგებთ, რასაც ვამბობ. ეს პრობლემა არსებობს, ეს პრობლემა უნდა დარეგულირდეს. იყო სამართლებრივი ჩარჩოდან გასული საქმიანობა და ახლა დაბრუნდა, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და მუნიციპალიტეტს უფლება მისცა, განსაზღვროს ეს რეგულაციები.
პირველი არის სწორი მოქმედების გეგმა განისაზღვროს – რამდენი ადამიანია რომელიც თავის საქმიანობას უკავშირებს სატაქსომოტორო მომსახურების სფეროს . პირველივე ეტაპზე გათავლისწინებულია წლიური გადასახადი, თქვენ იცით, არ არის ისეთი, რომელიც წლის განმვალობაში „იკბინებოდეს“, მაგრამ აქაც გათვალისწინებულია ჰიბრიდული და ელექტრომობილებისათვის შეღავათები“- განაცხადა ოგბაიძემ.
ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსის მანქანებით მომსახურების სერვისი აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტაქსებისთვის განკუთვნილი ფერი დადგინდება.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა,რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები