პრემიერი: რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ

„რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ“, – შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვთ და მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
„ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ჯანდაცვის სერვისი მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები