ლევან შონია თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პოსტზე 4 წელზე მეტი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში, გვქონდა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებები, მაგრამ იყო ძალიან ბევრი სირთულე, რომელთა ნაწილი დავძლიეთ და ნაწილიც დასაძლევია. გასული ოთხი წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელდა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, რომ მომეცა საშუალება ჩვენი რეგიონისთვის გამეკეთებინა შესაძლებლობების მაქსიმუმი. მადლობა ყველა სახელმწიფო უწყებას, რეგიონის მუნიციპალიტეტებს, მათ ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, მადლობა პოლიციელების დიდ ოჯახს, საიდანაც მე მოვდივარ.
განსაკუთრებლი მადლობა მინდა გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადავუხდო, რომლებიც რეგიონის საკეთილდღეოდ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
გუნდისთვის არა ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, მადლობა ჩვენს ვეტერანებს რომელთა თანადგომას და რჩევებს მუდმივად ვიღებდი, მათი გაწეული შრომა ფასდაუდებელია.
წარმატებებს ვუსურვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალ გუბერნატორს, იმედს ვიქონიებ ახალი ხელმძღვაენლი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის! მე ვიყავი, ვარ და ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პრემიერის გადაწყვეტილებით თანამდებობას 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დატოვებს, – „დღეიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები – შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონებში, ისევე, როგორც იმერეთის რეგიონში, ჩვენ საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები