სოფო კილაძე: ივანიშვილის აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი

„ივანიშვილის გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

კილაძის თქმით, სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომლებიც საკუთარი სამშობლოსთვის თითსაც არ ანძრევენ.

„ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენი სამშობლოსთვის. მისი გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი. ისაუბრა დიდ მიღწევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს და დიდ გამოწვევებზე, სიღარიბეზე, რომელიც ასევე რეალურად გვაქვს ქვეყანაში.
სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომლებიც თითსაც არ ანძრევენ საკუთარი სამშობლოსთვის. ისინი ასეთ იშვიათ პიროვნებებს ლანძღავენ, იმის ნაცვლად რომ ხელი დაიკაპიწოს და ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადოს. ეს არის მავნებლობა საკუთრი ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ამით ბიძინას ვერაფერს დააკლებს.

ისტორია ამას ყველაფერს შეაფასებს. საბედნიეროდ ძალიან ბევრია ჯანსაღი მიდგომის ადამიანი და საბედნიეროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები