გიორგი მარგველაშვილმა აბდულა გიულის თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულის ტელეფონით ესაუბრა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. 
საქართველოს პრეზიდენტმა მანისას პროვინციის ქალაქ სომაში მაღაროს აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილი გაავრცელა. 
“მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, მანისას პროვინციის ქალაქ სომაში მაღაროს აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც ქვეყანამ უზარმაზარი დანაკარგი განიცადა – 200-ზე მეტი მაღაროელი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა და მრავალი მათგანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
ამ დიდი მწუხარების ჟამს, მინდა ქართველი ერის სახელით გულწრფელად მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობა გამოვუცხადო თურქეთის ხელისუფლებასა და მთელ თურქ ხალხს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები