ირაკლი კობახიძე ბერძენ ხალხს, მათ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბერძენ ხალხს, მათ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
„შეძრული ვარ საბერძნეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს მეგობარ ბერძენ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ათენის გარეუბანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ძლიერ ცეცხლს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაიწვა ათეულობით საცხოვრებელი სახლი. ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. საბერძნეთის ხელისუფლება მოკავშირე ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.