რა თემებზე ისაუბრებს დღეს ბიძინა ივანიშვილი – ირაკლი კობახიძის კომენტარი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გააკეთებს კონკრეტულ შეფასებას.
“დღეს იქნება ჩვენი თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან და მოვისმენთ მის ხედვას სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ალბათ ამაზეც გვექნება კონკრეტული ინფორმაცია მოწოდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან დღეს პირველად ისაუბრებს. ბიძინა ივანიშვილი პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმარი იქნება. გადაცემა დღეს, 21:45 საათზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები