ირაკლი კობახიძე: დავით ჭიჭინაძე ჩვენთვის აქტუალური ნამდვილად არ არის

„დავით ჭიჭინაძე არის გარიცხული პარტია „ქართული ოცნებიდან”, შესაბამისად, დავით ჭიჭინაძე, როგორც თემა, ჩვენთვის აქტუალური ნამდვილად არ არის”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს.
გადაწყვეტილებას ხელი „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრმა, კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, გიორგი ვოლსკიმ, თამარ ჩუგოშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ მოაწერეს.
ცნობისთვის, პარტია „გირჩმა“ დავით ჭიჭინაძეს მათთან გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა, დეპუტატმა წინადადებაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები