22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით, Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება.

„Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს „ქართული ლუდის კომპანია“, Bavaria-სთან ერთად, ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა. 22 ივლისს უკვე რიგით მეოთხე პრიზს გავათამაშებთ და ყველა მოგებული  ჰოლანდიაში ერთად გაემგზავრება. Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მოსული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს – მის განწყობაზე ლუდთან ერთად,  ჯგუფი „ვაკის პარკი“ იზრუნებს.

ყველას გელოდებით 22 ივლისს თელავში – იქნება ბევრი ლუდი, ცოცხალი მუსიკა, გართობა, ბევრი საჩუქარი და მთავარი პრიზი საგზური ბავარიის სამშობლოში“,- აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი – მიხეილ ქურდაძე.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, 22 ივლისს, თელავში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სტუმრებს 18:00 საათიდან მიიღებს.

დასწრება და კონკურსში მონაწილეობა უფასოა!

Bavaria-ს რიგით მეხუთე ფესტივალი კი ბათუმში 4 აგვისტოს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები