შეკვეთილში, ზღვაში 7 წლის ბავშვი დაიხრჩო
კურორტ შეკვეთილში, ზღვაში 7 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზღვაზე ნათესავთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.