რუისთან ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა – არის მსხვერპლი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუისთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
გარდაცვლილი შუახნის ქალია. მისი შვილი კი, დაახლოებით 35 წლის ქალბატონი, მრავლობითი დაზიანებებით საავდმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები