მამუკა მდინარაძე: დავით ჭიჭინაძეს დღეს მხოლოდ ნიკა მელია და რომან გოცირიძე იცავენ

„დავით ჭიჭინაძეს დღეს მხოლოდ „ნაციონალი“ ნიკა მელია და რომან გოცირიძე იცავენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, გუნდი იმისათვის არსებობს, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, იქ სხვადასხვა საკითხები შეჯერდეს.
„თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ყოველგვარი შეჯერების გარეშე მიაწოდონ საზოგადოებას განსხვავებული პოზიციები, ეს ავტომატურად ქაოსს ნიშნავს და როდესაც ამას პოპულიზმი და თანაგუნდელების მიმართ შეურაცხყოფაც ემატება, ეს დესტაბილიზაციის განცდას და შანსს კიდევ უფრო ზრდის, რაც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტიპის ოპოზიციის ინტერესებში ჯდება და პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სწორედ ამიტომ არის, რომ დავით ჭიჭინაძეს დღეს მხოლოდ “ნაციონალი” ნიკა მელია და რომან გოცირიძე იცავენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები