მამუკა ბახტაძე: მთავრობის მიზანი ხალხისთვის და ხალხთან ერთად მმართველობის უზრუნველყოფაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დამსწრე სტუმრებსა და 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მიზანი ხალხისთვის და ხალხთან ერთად მმართველობის უზრუნველყოფაა.

“დღეს ჩვენს გვერდით არიან 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი და მედია. ძვირფასო სტუმრებო, საქართველოს მთავრობის სახელით მადლობას გიხდით ყველას, რომ მონაწილეობთ ღია მმართველობის პარტნიორობის მთავარ ღონისძიებაში. ღია მმართველობის პარტნიორობის მთავარ მიზანს ხელისუფლების ღიაობისა და მიუკერძოებლობის განმტკიცება, საზოგადოების ნდობის ამაღლება და მმართველობაში ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენს. მრავალფეროვნებასა და თანამონაწილეობის პრინციპზე დგას თანამედროვე მმართველობა, რომლის ცენტრში ყოველთვის არის მთავარი – მოქალაქე. წელს საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებებს ჯერ კიდევ მაშინდელი საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანებოდა, მეტიც, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპი იყო აღიარებული. ჩვენი მთავრობის მიზანია გაამყაროს ეს მონაპოვარი და ხალხისთვის და ხალხთან ერთად მმართველობა უზრუნველყოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები