ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც წარმატებით გააგრძელებს ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს აჭარაში

„ეს არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც იყო წარმოდგენილი „ქართული ოცნების” მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ქვია აჭარის შემდგომი განვითარება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მე, პირადად, მქონდა საშუალება გამეცნო მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი. ეს არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც იყო წარმოდგენილი „ქართული ოცნების” მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ქვია აჭარის შემდგომი განვითარება. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცანით მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნა დასახელებული და მოხარული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება ეს პროცესი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც წარმატებით გააგრძელებს ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს აჭარაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები