ირაკლი კობახიძე სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სერბეთის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ყურადღება, ასევე, გამახვილდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე.
სერბეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური რეფორმა – შთამბეჭდავია.
როგორც ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რადგან, მისივე შეფასებით, აღნიშნულით, საქართველო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ექსპორტს ახორციელებს. როგორც შეხვედრისას პრემიერ-
მინისტრმა აღნიშნა, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის მასპინძლობა ადასტურებს, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა.
ირაკლი კობახიძემ ანა ბრნაბიჩს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები