„შს მინისტრი პარლამენტში მისვლას აზერბაიჯანში ვიზიტის გამო ვერ შეძლებს“

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პარლამენტში მისვლას აზერბაიჯანში ვიზიტის გამო ვერ შეძლებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მოუწოდებს, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპეტენციაზე არ იდარდონ.
ამასთან, როგორც ვიცე-სპიკერმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პარლამენტში მისვლას აზერბაიჯანში ვიზიტის გამო ვერ შეძლებს.
“მინდა, ჭიკაიძესთან დაკავშირებით გაცნობოთ, რომ ბატონი შს მინისტრი ამჟამად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ამიტომ, თქვენი სურვილები, რომ ის დღეს-ხვალ გამოცხადდეს პარლამენტში, ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი. შეიძლება ეს პასუხი თქვენ სულაც არ გაკმაყოფილებთ, მაგრამ ეს ფაქტია და უნდა გითხრათ.
რაც შეეხება მის კომპეტენციაზე საუბარს, რა თქმა უნდა, ახლა მერაბიშვილისგან, რომელიც ხან ყურძენს და ხან შაბიამანს იბარებდა და ადეიშვილისგან, რომელიც გზებს და ასფალტებს აგებდა, ჩვენი შს მინისტრი, ბუნებრივია, განსხვავდება და იმაზე, რაც მისი უფლებამოსილების სფერო არ არის, განცხადებებს არ აკეთებს. ასე, რომ ნუ გაღელვებთ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები