საქართველოსა და იტალიას შორის რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი

იტალიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა:
ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე;
ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის პროექტის „იტალია- საქართველო – გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისათვის“ ფარგლებში;
ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კარაბინიერების კორპუსს შორის;
ურთიერთგაგების მემორანდუმს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრ „საქართველოსა“ და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს „იტალია“ შორის;
შეთანხმებას მეცნიერების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და  იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის;
თანამშრომლობის პროგრამას, სამეცნიერო ურთიერთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს  შორის;
ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის რესპუბლიკის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
შეთანხმებას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების გაერთიანებას „COTEC“ შორის;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები