“შალვა თადუმაძემ იცის როგორც რეჟიმთან ბრძოლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ფასი”

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია საქართველოს მთავრი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურას დადებითად აფასებს.
“შალვა თადუმაძე არის ადამიანი, რომელმაც იცის როგორც რეჟიმთან ბრძოლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ფასი. დარწმუნებული ვარ ის ყველაფერს გააკეთებს იმ ადამიანების ღირსების აღსადგენად, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ დაისაჯნენ და სახელმწიფოსგან დღემდე ელიან სამართლიან ვერდიქტს. ერთ-ერთი ვისაც რეჟიმი სასტიკად შეეხო, მეც ვარ. ასეთი ადამიანის რიცხვი საქართველოში არაერთია, განსაკუთრებით კი სამეგრელოში.
ამ განაჩენების გადახედვა უკანონოდ სასჯელმოხდილებს ვერანაირად ვერ დაუკომპენსირებს წლებს, რომლებიც ციხე-საპატიმროებში უმძიმეს პირობებში გაატარეს, ხშირად ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასადაც , თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა და უნდა შესრულდეს”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები