“რუსთავი 2”-ს დაერქვას, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიაა”

  “რუსთავი 2”-ს დაერქვას, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიაა”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა. სესიაშვილის თქმით, მსოფლიოში არიან პარტიები, რომელთაც საკუთარი ტელევიზია აქვთ. მთავარია, არ შეილახოს მედიის თავისუფლება, შეურაცხყოფა არ მიაყენონ ჟურნალისტებს და მათ პროფესიონალიზმს.
“პირველ რიგში, ვადასტურებ ჩემს განსაკუთრებულ პატივისცემას ჟურნალისტების მიმართ, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამაში დასაძრახი არაფერია. საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს. მსოფლიოში არიან პარტიები, რომელთაც საკუთარი ტელევიზია აქვთ. მთავარია, არ შეილახოს მედიის თავისუფლება, შეურაცხყოფა არ მიაყენონ ჟურნალისტებს და მათ პროფესიონალიზმს. ჟურნალისტმა იცოდეს, ვის ემსახურება და თუ უნდა, რომ ასეთ სამსახურში იმსახუროს, დაე, იმსახუროს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები