ომალოსთან ავტომობილი ხევში გადავარდა

0

თუშეთის გზაზე, სოფელ ომალოსთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა.
ავარიის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც თუშეთიდან თელავში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი