სტეფანწმინდაში პოლონელი ტურისტი დაშავდა (ფოტო)

სტეფანწმინდაში მყინვარწვერის დასალაშქრად წასული ტურისტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პოლონეთის 22 წლის მოქალაქემ ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, ე.წ. ნაპრალში ჩავარდნის შედეგად, დაზიანებები მიიღო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყინვარწვერის დასალაშქრად წასული და დაშავებული ტურისტები სამთო მაშველებმა ჩამოიყვანეს. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები